Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აკრიტიკებს პოლონეთის პარლამენტის რეზოლუციას


რუსეთის განცხადებით, პოლონელმა პარლამენტარებმა ძირი გამოუთხარეს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ძალისხმევას, როცა დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელშიც გმობენ 7ი წლის წინ აღმოსავლეთ პოლონეთში საბჭოთა კავშირის სამხედრო ინტერვენციას. პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ოთხშაბათს ერთხმად დაუჭირა მხარი მოწოდებას რუსეთის მიმართ, დაგმოს სტალინისტური რეჟიმის ომისდროინდელი დანაშაულები და ითანამშრომლოს ომის დროს მომხდარის გამოძიებაში. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში რეზოლუცია გაკრიტიკებულია, როგორც “ტენდენციური და პოლიტიზებული” და გამოთქმულია მოსაზრება, რომ ასეთი საკითხების შესწავლა ისტორიკოსების საქმე უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG