Accessibility links

logo-print

ობამა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გაუძღვება


აშშის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს გაუძღვება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას, რომელზეც ბირთვული გაუვრცელებლობისა და განიარაღების საკითხებზე იმსჯელებენ. სხდომა გაიმართება გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური სესიის მსვლელობაში. მასში, აშშ-ის პრეზიდენტის გარდა, უშიშროების საბჭოს დანარჩენი 14 წევრი ქვეყნის პრეზიდენტები მიიღებენ მონაწილეობას. გუშინ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ორმა ქვეყანამ შესაძლოა დეკემბრამდე მიაღწიოს შეთანხმებას ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ ახალ ხელშეკრულებაზე. დიპლომატების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ უშიშროების საბჭოს წევრები ერთხმად მიემხრობიან შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელშიც ლაპარაკია “საჭიროებაზე, გაგრძელდეს ძალისხმევა ბირთვული განიარაღების სფეროში” და რომელიც ყველა ქვეყანას, რომელსაც ხელი არ მოუწერია ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ 1970 წლის ხელშეკრულებაზე, მოუწოდებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას.
XS
SM
MD
LG