Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთვარეზე წყალს მიაკვლიეს


კოსმოსის მკვლევრებმა აღმოაჩინეს მთვარეზე წყლის არსებობის აქამდე ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებები. სამი კოსმოსური ზონდით მოპოვებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ მთვარის გრუნტზე წყლის ნაწილაკების ძალიან თხელი შრეა. ამ აღმოჩენაზე ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს ჟურნალ “საიენსის” მიმდინარე კვირის გამოცემა. მთვარეზე წყლის არსებობამ შესაძლოა, ასტრონავტებს მომავალში მთვარეზე დიდი ხნით დარჩენის საშუალება მისცეს.
XS
SM
MD
LG