Accessibility links

logo-print

მოლდავეთის ლიდერი რუსეთს დნესტრისპირეთიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს


მოლდავეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიჰაი გიმპუმ დღეს მოსკოვს მოუწოდა, ჯარები გაიყვანოს სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონიდან. საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ამ შინაარსის განცხადებით გიმპუ კიშინიოვში გამოვიდა, რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველ სერგეი ნარიშკინთან საუბრის შემდეგ. მოლდავეთის საინფორმაციო სააგენტო "ინფოტაგის" ცნობით, გიმპუ და რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ოქტომბერში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე იმსჯელებენ დნესტრისპირეთის შესახებ. დნესტრისპირეთმა 1990 წელს გამოაქვეყნა დამოუკიდებლობა. რეგიონში 1000-მდე რუსი ჯარისკაცია განთავსებული.
XS
SM
MD
LG