Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია თბილისელებს ურჩევს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ მიშენებული კონსტრუქციებისადმი


24 სექტემბერს თბილისში 9-სართულიან კორპუსზე მიშენებული ლოჯიების მთელი მწკრივი ჩამოინგრა. შედარებით ნაკლებიად არის დანგრეული საცხოვრებელი სახლის პირველი სამი სართული. შემთხვევა, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია და რომლის შედეგადაც არავინ დაშავებულა, ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონის პირველ კვარტალში მოხდა. ადგილზე მუშაობას განაგრძობს სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა და მიმდებარე კორპუსებზე არსებული მიშენებული კონსტრუქციების მდგრადობის შემოწმება. შემთხვევის ადგილზე მისულმა დედაქალაქის მერმა თბილისელებს მოუწოდა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მეტი ყურადღება გამოიჩინონ. ”მოვუწოდებთ, მოგვმართონ შემოწმებებზე და მეორე - ნაკლები უნდა იყოს, თუ ამის აუცილებლობაა, წინააღმდეგობა დემონტაჟზე ”, - აღნიშნა უგულავამ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის ზვიად კერვალიშვილის თქმით, თბილისის მერია მიშენებული კონსტრუქციების დემონტაჟს საკუთარი ხარჯით განახორციელებს. რაც შეეხება მიშენებული კონსტრუქციების მდგრადობის შემოწმებას, ”ქალაქის კორპუსის” მიერ განხორციელებული ამგვარი პროექტის 70%–ს მერია გამოყოფს, ხოლო 30% მოქალაქეებმა უნდა დაფარონ.
XS
SM
MD
LG