Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს ტრიბუნაზე გამოსასვლელად ემზადება


გაერო-ს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიის ტრიბუნაზე დღეს სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი. მანამდე კი, მიხეილ სააკაშვილი ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების გამართვას განაგრძობს. იგეგმება შეხვედრა ბოსნია-ჰერცოგოვინას პრეზიდენტთან. პარალელურად, შეხვედრებს მართავს ნიუ-იორკში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც. დღეს ის შეხვდება კოლეგებს გერმანიიდან, შვეიცარიიდან და კონგოდან. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაზე დღესვე სიტყვით გამოვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.
XS
SM
MD
LG