Accessibility links

logo-print

მაჰმუდ აბასი შეუძლებლად მიიჩნევს სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას


პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელის მაჰმუდ აბასის განცხადებით, პალესტინელები ვერ განაახლებენ სამშვიდობო მოლაპარაკებას ისრაელთან, რადგან მხარეებს შორის არსებობს ფუნდამენტური უთანხმოება იმის შესახებ, თუ რა საკითხები უნდა შევიდეს დღის წესრიგში. აბასმა, რომელიც ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს, ლონდონში გამომავალ გაზეთ „ალ-ჰაიათს“ უთხრა, რომ ვერ მოახერხა საერთო პოზიციის გამონახვა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეტანიაჰუსთან. ეს უკანასკნელი უარს აცხადებს ორი საკვანძო საკითხის განხილვაზე: იერუსალიმის გაყოფასა და პალესტინელი ლტოლვილების რეპატრიაციაზე. გარდა ამისა, ისრაელი უარს ამბობს, შეაჩეროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობა.
XS
SM
MD
LG