Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინი ირანის მიმართ სანქციების შემოღების წინააღმდეგია


ჩინეთის აზრით, ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ისლამურ რესპუბლიკას ხელს არ ააღებინებს ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, სანქციები ხელს ვერ შეუწყობს იმ დიპლომატიური ძალისხმევის წარმატებას, რომელიც მიმართულია თეირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ. გაეროს უშიშროების საბჰჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ ოთხშაბათს ირანს მიმართეს მოწოდებით, 1 ოქტომბრისთვის „სერიოზული პასუხი“ მოამზადოს მოთხოვნაზე, შეწყვიტოს თავისი ბირთვული პროგრამის განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თეირანს სანქციებით ემუქრებიან. ჩინეთი უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG