Accessibility links

logo-print

ორი რუსი დიდოსტატის საჭადრაკო მატჩში კასპაროვმა გაიმარჯვა


ჭადრაკში მსოფლიოს ორი ექს-ჩემპიონის, ანატოლი კარპოვისა და გარი კასპაროვის მატჩი ამ უკანასკნელის დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრდა - 9:3. ხუთშაბათს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ძველმა მეტოქეებმა რვა ბლიც-პარტია ითამაშეს, რომელთაგან ხუთი კასპაროვმა მოიგო, ხოლო ერთი - კარპოვმა (ორი პარტია ყაიმით დამთავრდა). მანამდე, სწრაფი ჭადრაკის ოთხპარტიიან სერიაში, ასევე კასპაროვმა იმარჯვა: სამი პარტია მოიგო და ერთი - წააგო. მატჩი მიეძღვნა რუსი დიდოსტატების პირველი მატჩის დაწყების 25-ე წლისთავს. 80-იან წლებში კარპოვი და კასპაროვი მსოფლიო ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად ხუთჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
XS
SM
MD
LG