Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება კვლავაც ცდილობს, გააღრმავოს დემოკრატიული რეფორმები. ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ძლიერი დემოკრატია ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმ ახალი კედლის დასამხობად", რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დანარჩენი საქართველოსგან ჰყოფს. სააკაშვილის გამოსვლის მთავარი ნაწილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს დაეთმო. სააკაშვილმა პარალელი გაავლო ბერლინის კედელსა და "ახალ ხელოვნურ გამყოფ ხაზს" შორის, რომელსაც აშენებენ "ზუსტად ის ადამიანები, რომელთა იდეებიც კოლექტიურად და გადაჭრით დაამარცხეს 20 წლის წინ", როცა ბერლინის კედელი დაინგრა. "საქართველო არ მოელის, რომ ეს კედელი ერთ დღეში გაქრება" - აღნიშნა სააკაშვილმა. "გვესმის მოთმინების საჭიროება. თუმცა, ბერლინის კედლის ისტორია გვასწავლის, რომ მოთმინება არ უნდა იყოს პასიური" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG