Accessibility links

logo-print

“დიდი 20” ეკონომიკური საკითხების განხილვის მთავარი ფორუმი ხდება


"დიდი 20"-ის ლიდერებმა აშშ-ის ქალაქ პიტსბურგში მიმდინარე სამიტზე გადაწყვიტეს, გაიზარდოს ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი ქვეყნების როლი გლობალური ეკონომიკური საკითხების განხილვისას. თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერებმა “დიდი 20” გამოაცხადეს გლობალური ეკონომიკური თანამშრომლობის “მთავარ ფორუმად”. შედეგად, “დიდი 20” ჩაენაცვლება "დიდ 8"-ს, უფრო მომცრო ჯგუფს, რომელიც წამყვან მრეწველობაგანვითარებულ ქვეყნებს აერთიანებს. "დიდ 8"-ის შეხვედრები გაგრძელდება და მათზე უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG