Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ირანს კიდევ ერთი საწარმო აქვს ურანის გასამდიდრებლად


ასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები დიპლომატებისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ირანს კიდევ ერთი საწარმო აქვს ურანის გასამდიდრებლად. დიპლომატების ცნობით, ირანმა ამის შესახებ წერილობით აუწყა გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელს, მოჰამედ ელ ბარადეის. ადრე ირანს აღიარებული აქვს, რომ ერთი საწარმო ჰქონდა ურანის გასამდიდრებლად. დღეს გავრცელებული ცნობა სულ რამდენიმე დღით უსწრებს ირანის დელეგაციის მოლაპარაკებას გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრის და გერმანიის წარმომადგენლებთან ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დაპირისპირების მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG