Accessibility links

logo-print

ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასამართლოს წინაშე წარდგა


ისრაელის ყოფილი პერმიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი კორუფციაში ბრალდების საფუძველზე დღეს სასამართლოს წინაშე წარდგა. ბრალდებები უკავშირდება მის მოღვაწეობას მერის და მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტებზე, ვიდრე ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელი გახდებოდა. ბრალდების მიხედვით, ის ქრთამს იღებდა ამერიკელი ბიზნესმენისაგან
ოლმერტი, ცენტრისტულ პარტია “კადიმას” წევრი, ერთი წლის წინ გადადგა, მაგრამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა მარტის მიწურულამდე, სანამ მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებდა მემარჯვენე ბენიამინ ნეთანიაჰუ.
XS
SM
MD
LG