Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ბიუჯეტი გაიზარდა


საბიუჯეტო ცვლილება, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის ბიუჯეტი 50 მლნ ლარით იზრდება, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. აღნიშნული თანხიდან 5 მლნ ლარი მოხმარდება ვარაზისხევი-თამარაშვილის ახალი სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობას, 21 მლნ ლარი - ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტს, 17 მლნ ლარი კი – გვირაბებისა და ხიდების მშენებლობას დედაქალაქში.
XS
SM
MD
LG