Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერჰარდ შრიოდერი "ნაბუკოს" მხარდამჭერებს ირანის გაზით სარგებლობას ურჩევს


გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა “ნაბუკოს” პროექტს, რომელიც ითვალისწინებს კასპიის გაზის ევროპისთვის მიწოდებას. ასტანაში ევრაზიის ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას, შრიოდერმა, რომელიც გაზპრომის პროექტის “ჩრდილოეთის ნაკადის” ხელმძღვანელობის წევრია, განაცხადა, რომ ევროპას სჭირდება დამატებითი გაზი, რომელსაც ნაბუკოსაგან მიიღებს. თუმცა, მისივე თქმით, “ჩრდილეოთის ნაკადს” და “სამხრეთის ნაკადს” - ამ ორ პროექტს დასჭირდება კასპიის აუზიდან საექსპორტო გაზის უდიდესი ნაწილი. ამიტომ შრიოდერმა "ნაბუკოს" მომხრეებს ურჩია, ირანიდან შეეცადონ ამ პროექტისთვის გაზის შოვნას.
XS
SM
MD
LG