Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი ირანს აკრიტიკებს ურანის გასამდიდრებლად მეორე ობიექტის მშენებლობის გამო


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ირანს ადანაშაულებს ბირთვული საწვავის მეორე საწარმოს სადუმლოდ მშენებლობაში და მოითხოვს ირანის მიერ ბირთვული გაუვრცელებლობის ყველა წესის დაცვას. როგორც ობამამ "დიდი ოცეულის" სამიტზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან ერთად გამოსვლისას განაცხადა, ის გაეროს ატომურ უწყებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ინფორმაცია ირანის მეორე საწარმოს შესახებ. ობამას სიტყვებით, “ამ ობიექტის არსებობა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ირანი კვლავინდებურად არ არის მზად, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებითა და გაეროს ატომური უწყების მოთხოვნებით ეკისრება. გაეროს ატომური უწყებისაგან მოველით, დაუყოვნებლივ გამოიძიოს შემაშფოთებელი ინფორმაცია და ანგარიში ჩააბაროს გაეროს ატომური უწყების მმართველთა საბჭოს”. დღეს, უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა გაეროს ატომურ უწყებას შეატყობინა, რომ ურანის გასამდიდრებლად უკვე მეორე საწარმოს აშენებს.
XS
SM
MD
LG