Accessibility links

პაკისტანში 12 ექსტრემისტი დაიღუპა, სავარაუდოდ, აშშ-ის საჰაერო იერიშის შედეგად


პაკისტანის სადაზვერვო უწყების წარმომადგენლების განცხადებით, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ორი რაკეტა ესროლა ექსტრემისტების სამალავს ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, მოკლა 12 ავღანელი ექსტრემისტი. იერიში ხუთშაბათს გვიან საღამოს განხორციელდა. ის, როგორც ჩანს, მიმართული იყო თალიბანის მოკავშირე ჯგუფის წინააღმდეგ, რომელსაც ყოფილი ანტისაბჭოთა მეამბოხე ჯალალუდდინ ჰაყანი ხელმძღვანელობს და რომელიც პაკისტანიდან ახორციელებს თავდასხმებს დასავლეთის ჯარებზე მეზობელ ავღანეთში.
XS
SM
MD
LG