Accessibility links

logo-print

”დიდი ოცეული” წამყვანი ეკონომიკური ფორუმი ხდება


პიტსბურგში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე მსოფლიოს ახალი წყობა გამოიკვეთა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დიდი ოცეული ეკონომიკის საკითხებში მსოფლიოს წამყვანი ფორუმი გახდება, და ჩაანაცვლებს დიდ რვიანს - განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნების უფრო მცირე ჯგუფს, რომელიც ახლა უსაფრთხოების საკითხებზე გამართავს შეხვედრებს. ერთობლივ განცხადებაში - რომელიც სამიტის ბოლოს უნდა გავრცელდეს - იკვეთება, რომ ჩინეთის და ინდოეთის მსგავს ქვეყნებს გლობალური ეკონომიკის მართვის პროცესში უფრო დიდი როლის შესრულება შეეძლებათ. სააგენტო ”როიტერსის” მიერ მოპოვებული დოკუმენტის წინასწარი ტექსტის თანახმად, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ლიდერები გამოდიან პირობით, რომ თავიდან აიცილებენ საკრედიტო ფასების სფეროში დესტაბილიზაციის გამომწვევ ძვრებს, და ისეთ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებენ, რომელიც ფასების სტაბილურობასთან იქნება შესაბამისობაში - რაც ადექვატურ და დაბალანსებულ გლობალურ მოთხოვნილებას განაპირობებს. დიდი ოცეულის სამიტი საპროტესტო გამოსვლების ფონზე გაიმართა. ხუთშაბათის მშვიდობიანი გამოსვლები ღამით აქციების მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა. დიდი რვიანის სამიტის წინააღმდეგ გამოსულმა ჯგუფებმა გააპროტესტეს რამდენიმე ბიზნეს-დაწესებულების მოქმედება - მათი, რომლებიც, ამ საპროტესტო ჯგუფების აზრით, მსოფლიო ეკონომიკის თანმდევი "სიხარბის" სიმბოლოებს წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG