Accessibility links

logo-print

კონფლიქტების გადაწყვეტის ფორმულა


შოთა მალაშხიას წიგნი “კონფლიქტები - საერთაშორისო სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები“

შოთა მალაშხიას წიგნი “კონფლიქტები - საერთაშორისო სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები“

“კონფლიქტები - საერთაშორისო სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები“ - ასე ჰქვია გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემულ წიგნს, რომლის ავტორი საქართველოს პარლამნეტის წევრი შოთა მალაშხიაა. წიგნში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე გაანალიზებულია კონფლიქტების წარმომშობის მიზეზები, კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებათა დაცვის სამართლებრივი მექანიზმები და კონფლიქტის გადაჭრის გზები. ამასთან ნაშრომში გამოყვანილია ერგვარი ფორმულა, რომელის მიხედვითაც კონფლიქტის გადაჭრის უმოკლესი გზა კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებების დაცვაზე გადის.

შოთა მალაშხია პარლამნეტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას 2005 წლიდან ხელმძღვანელობს. კომისიის სფეციფიიკიდან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ შესწავლილი აქვს შეიარაღებული კონფლიქტები ყოფილი იუგოსლავიისა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე, კონფლიქტის ზონებში გაეროს სამშივდობო ოპერაციების გამოცდილება და ამ კონფლიქტების გამოძახილი საერთაშორისო სასამართლოებში. შოთა მალაშხიას თქმით, წიგნში, რომლის სახელწოდებაა “კონფლიქტები - საერთაშორისო სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები“, თავმოყარილია როგორც უკანსკნელი ათწლეულების გამოცდილება, ასევე პასუხები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს შეკითხვებზე:

“რატომ დაიწყო კონფლიქტები საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლის შედეგად? რა მსგავსება და განსხვავება არსებობს ამ კონფლიქტებს შორის? - ეს ყველაფერი დაწვრილებით არის განხილული. ასევე განხილულია გაეროს უფრო ეფექტიანად გამოყენებყის მექანიზმებზე“.

შოთა მალაშხია
ავტორის თქმით, წინგზე მუშაობა ორი წლის წინ დასრულდა, საზოგადოებისათვის მისი წარდგენა კი 2008 წლის აგვიტოს ომის გამო შეფერხდა. გია გვაზავა, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ წიგნის მთავარი ღირესება სრული სურათის შექმნის მცდელობაა.

„სწორი მიდგომაა ის, რომ მოწყვეტილად არ უნდა განვიხილოთ აფხაზეთის კონფლიქტი, რომ ის რაც ხდება საქართველოში არის ჯაჭვური რეაქცია სხვა მოვლნებისა. მკაფიოდ ჩანს თუნდაც დნესტრისპირეთი, ყარაბახი, ფერგანა, სუმგათი - ეს ყველაფერი მზადდებოდა. ეს არის მართვადი ქაოსის მშვენიერი მგალითი, სადაც საქართველო ერთ-ერთი ელემენტია“, უთხრა რადიო თავისუფლებას გია გვაზავამ.

ნაშრომი, სერთო ჯამში ექვსი თავისგან შედგება: გაერო და სამშვიდობო ოპერაციები; კონფლიქტები ყოფილი იუგოსლავიისა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე; კონფლიქტები და ეკონომიკა; საერთაშორისო სასამართლოები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული საქმეები. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის რექტორის, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის გია ხუბუას თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ წიგნში წინა პლანზე წამოწეულია საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის იდეა, რომელიც, მისივე განმარტებით, გამორიცხავს ყოველგვარ ძალადობსა და სახელმწიფო საზღვრების იძულებით შეცვლას, თუმცა გია ხუბუას თქმით, წიგნი კიდევ ერთი რამის გამოცაა მნიშნელოვანი.

„უნდა დავძლითო დღემდე არსებული პრაქტიკა, როცა კონფლიქტზე მსჯელობა პოლიტიკური კონუნქტურის ჭრილში მიმდინარეობს. ეს წიგნი საშუალებას გვაძლევს კონფლიქტის გადაწყვეტის სხვადსხვა დონეები მოვძებნოთ, ანუ მარტო პოლიტიკოსების წრეში არ უნდა იტრიალოს კონფლიქტის თემამ. რაც უფრო მრავალ სიბრტყეზე შევძლებთ ამ კონფლიქტებზე მსჯელობას, მით უფრო მეტი ალბათობაა, რომ ვიპოვოთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი“, გია ხუბუას თქმით, გამოსავლის მოძებნაში ქმედითი დახმარების გაწევა შეუძლია წიგნის მეხუთე თავს, რომელშიც, კვიპროსის, მოლდავეთისა და ჩეჩნეთის მაგალითებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული საქმეებია განხილული. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ მაცაბერიძეც მიიჩნევს, რომ წიგნი “კონფლიქტები - საერთაშორისო სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები“ - დაინტერესებულ მკითხველს თვალსაწირის გაფართოების გარდა, პრაქტიკულ დახმარებასაც გაუწევს.

ჩვენთივს და დასავლეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნიშნავს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვას, ანუ თუ იქნება დაცული საკუთრების, თავისუფლების გადადაგილებისა და სხვა უფლებები, მაშინ ტერიტორიული მთლიანობაც იქნება აღდგენილი
მალხაზ მაცაბერიძე: „საქართველოს ორი რეგიონიდან გამოყრილია მრავალი ათასი ადამიანი. მათ ინდივიდუალურად შეიძლება სცადონ თავიანთი უფლებებისა და საკუთრების დაცვა და ამაში გამიყენონ საერთაშორისო სამართალი და არსებული პრეცედენტები. ამით თითოეულ ადამიანს შეუძლია წვლილი შეიტანოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ეს წიგნი მათ გზამკვლევის მაგივრობას გაუწევს“.

კონფლიქტის ზონაში ადამიანების უფლებების დაცვას რომ გადამწყვეტი მნიშნელორბა აქვს, ამას წიგნის ავტორიც ადასტურებს. შოთა მალაშხიას თქმით, ოთხასგვერდიანი ნაშრომით, მან კონფლიქტის გადაწყვეტის უნივერსალური ფორმულის გამოყვანა სცადა:

„ეს ფორმულა მდგომარეობს შემდეგში: ჩვენთივს და დასავლეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნიშნავს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვას, ანუ თუ იქნება დაცული საკუთრების, თავისუფლების გადადაგილებისა და სხვა უფლებები, მაშინ ტერიტორიული მთლიანობაც იქნება აღდგენილი“.

მლაშხიას თქმით, წიგნში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი განხილულია როგორც არაკონტროლირებად ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის თვალსაზრისით, ასევე ზოგადად დემოკრატიულ და ჰუმანიტარულ ღირებულებათა სისტემის დაცვის კუთხითაც. „საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაინახოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ტოლფასია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზოგად ღირებულებათა სისტემის აღდგენისა“, მიიჩნევს წიგნის ავტორი, რომლის თქმითაც, კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად წარმიქმნება ეკონომიკური ხასიათის სირთულეებიც, ამიტომაც ნაშრომში ასევე საუბარია კონფლიქტის ეკონომიკურ ასპექტებზეც. სამართლის დოქტორის, ვასილ გონაშვილის თქმით, წიგნში თავმოყრილი ცოდნა აუცილებლად პოვებს პრაქტიკულ გამოყენებას.

„ჩვენ მომავალში უკვე სტატუსზე მუცშაობისას უნდა გავითვალისწინოთ სწორედ ამ კონფლიქტის ეკონომიკური, კულტურული და საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები და ამდაგვარი შერეული ნიშნების ავტონომია უნდა შევთავაზოთ აფხაზეთსა და ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიურ ოლქს“, უთხრა რადიო თავისუფლებას ვასილ გონაშვილმა.

თუმცა, ვიდრე სეპარატისტული რეგიონები ამგვარ შეთავაზებას მიიღებენ, ნდობის აღდგენა და ქმედითი ნაბიჯების გადაგმაა საჭირო. წიგნის ავტორი მიიჩნევს, რომ ნდობის აღდგენა ერთობლივი ეკონომიკური პროექტებითაა შესაძლებელი. „ჩვენეული ხედვა მოკლედ შეიძლება გამოიხატოს სლოგანით - „პროდუქტი კონფლიქტის ზონიდან“, ამბობს შოთა მალაშხია, რომლის თქმითაც, 2008 წლის აგვიტოს ომის შემდეგ ნდობის აღდგენა და ერთობილივი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გართულდა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სახის ეროთობლივი პროდუქტი - დაპირისპირება იწარმოება, თუმცა, წიგნის “კონფლიქტები - საერთაშორისო სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები“ ავტორი მიჩნევს, რომ გამოუვალი ვითარება არ არსებობს და, რომ საზოგადოების თანმიმდევრული ძალისხმევით კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა შესაძლებლია.
XS
SM
MD
LG