Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ირანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ირანმა უახლოეს მომავალში უნდა დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მართლაც მშვიდობიანი ხასიათისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ობამას თქმით, შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს თეირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებას. ქალაქ პიტსბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის დამთავრების შემდეგ, აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ირანის მუქარაზე რეაქციის არც ერთ ვარიანტს არ გამორიცხავს, თუმცა უპირატესობას დიპლომატიურ გზას ანიჭებს. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ირანში საიდუმლოდ მოქმედებს ურანის გამდიდრების მიზნით აშენებული მეორე ობიექტი. მსოფლიოს ლიდერებმა ირანი მკაცრად გააკრიტიკეს. თეირანი ამტკიცებს, რომ ობიექტის მშენებლობა საიდუმლოს არ წარმოადგენდა. ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, „დასავლეთი ინანებს იმას, რომ თეირანს მუქარის ენით ელაპარაკება“.
XS
SM
MD
LG