Accessibility links

ბელგრადი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, არ აღიარონ კოსოვოს დამოუკიდებლობა


სერბიის პრეზიდენტის ბორის ტადიჩის განცხადებით, ბელგრადი არასოდეს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, ტადიჩმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, თავი შეკავონ ამ ნაბიჯის გადადგმისგან. დღეისთვის კოსოვოს დამოუკიდებლობა 60-მდე ქვეყანამ აღიარა, მათ შორის აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ. ზოგი ქვეყანა ელოდება გაეროს ეგიდით, ჰააგაში მოქმედი სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, კანონიერი იყო თუ არა კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება. სერბიის შესაბამისი სარჩელის განხილვას სასამართლო 1 დეკემბერს დაიწყებს.
XS
SM
MD
LG