Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალეჰის თქმით, მიღწეულია შეთანხმება ურანის გასამდიდრებელი ახალი ობიექტის ინსპექციაზე


ირანის ატომური ენერგეტიკის უწყების ხელმძღვანელმა ალი-აკბარ სალეჰიმ დღეს თქვა, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან მიღწეულია შეთანხმება ირანის ურანის გასამდიდრებელი ახალი ობიექტის ინსპექციის თაობაზე. სალეჰის არ დაუსახელებია ინსპექციის დაწყების თარიღი. მისი თქმით, ახალი ბირთვული ობიექტი თეირანიდან სამხრეთით, ას კილომეტრზე მდებარეობს და მის ამოქმედებას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება.
XS
SM
MD
LG