Accessibility links

logo-print

პაკისტანში ორი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანში ორი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ფეშავარში ცხრა კაცი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაიჭრა ათობით ადამიანი. დღესვე, უფრო ადრე, ასევე ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ქალაქ ბანუს პოლიციის განყოფილებასთან, თავი აიფეთქა თვითმკვლელმა მოიერიშემ, რის შედეგადაც დაიღუპა ექვსი, ხოლო დაიჭრა 30-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG