Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპმა ჩეხეთს მოუწოდა, აღმოაჩინოს ქრისტიანული ძირები


პაპმა ბენედიქტე XVI-მ, რომელიც დღეს ჩეხეთის რეპუბლიკას ესტუმრა სამდღიანი ვიზიტით, გააკრიტიკა რელიგიის დევნა კომუნისტურ პერიოდში და გამორჩეულად სეკულარულ ქვეყანას მოუწოდა, აღმოაჩინოს ქრისტიანული ძირები. პრაღაში ჩასვლისას წარმოთქმულ სიტყვაში მან მაღალი შეფასება მისცა აღმოსავლეთ ევროპაში "მჩაგვრელი რეჟიმების" დაცემას. მაგრამ, მისი თქმით, ორგანიზებული რელიგიის მიმართ უნდობლობა ჯერაც რჩება ღრმად ფესვგამდგარ პრობლემად ჩეხეთის რესპუბლიკაში და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბულია. რომის კათოლიკური ეკლესის წინამძღვრის ვიზიტთან დაკავშირებით პრაღაში მრავალი მომლოცველი ჩავიდა. მაგრამ ჩეხების უმრავლესობა ვიზიტის მიმართ გულგრილი ჩანს, ზოგი კი აშკარად მტრულად არის განწყობილი. ეს ჩეხეთში პაპის პირველი სტუმრობაა მრავალი წლის მანძილზე.
XS
SM
MD
LG