Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გამოაცხადეს ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგები


ავღანეთში გამოაცხადეს ერთ თვეზე მეტი ხნის წინათ გამართული ადგილობრივი ორგანოების არჩევნების წინასწარი შედეგები. 420 ადგილისთვის იბრძოდა სამიათასზე მეტი კანდიდატი. არჩეულთა დაახლოებით ერთ მესამედს ქალები შეადგენენ. ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, რომლის საბოლოო შედეგები ჯერაც არ გამოცხადებულა. გაყალბების ბრალდებათა გამო საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, ხელახლა დაეთვალა "საეჭვო" ბიულეტენების 10 პროცენტი.
XS
SM
MD
LG