Accessibility links

რომის პაპი ბრნოში მესას გადაიხდის


რომის პაპი ბენედიქტე მე-16, რომელიც ვიზიტით იმყოფება ჩეხეთის რეპუბლიკაში, დღეს მესას გადაიხდის ბრნოში. ვარაუდობენ, რომ აღმოსავლეთ ჩეხეთის ამ ქალაქში, ღია ცის ქვეშ, ასი ათასზე მეტი მორწმუნე შეიკრიბება - როგორც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, ისე უცხოეთიდან. გუშინ, მორწმუნეთა წინაშე გამოსვლისას, პაპმა გაიხსენა, როგორ დევნიდნენ რომის კათოლიკურ ეკლესიას კომუნისტური რეჟიმის ბატონობისას. მან ჩეხებს მოუწოდა, არ დაივიწყონ თავიანთი კულტურის „ქრისტიანული ფესვები“. ჩეხეთის მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი კათოლიკეა. ჩეხთა უმრავლესობა თავს არც ერთ ეკლესიას არ აკუთვნებს.
XS
SM
MD
LG