Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბინ ლადენი ევროპელებს საქართველოს მაგალითით აფრთხილებს


საქართველოზეა საუბარი აუდიომიმართვაში, რომელიც 25 სექტემბერს გავრცელდა ინტერნეტით და რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ოსამა ბინ ლადენს ეკუთვნის. მიმართვაში ალ ყაიდის ხელმძღვანელი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, ავღანეთიდან გაიყვანონ თავიანთი ჯარები. საქართველოსთან დაკავშირებით აუდიოჩანაწერის ხმა ევროპელებს შემდეგს ეუბნება: „თქვენი მოძმე საქართველოს მაგალითი გაკვეთილად უნდა გამოგადგეთ. მისი ხალხი დაბომბეს და შეურაცხჰყვეს. მათ დახმარებისთვის მიმართეს ამერიკას, რათა საკუთარი სუვერენიტეტი აღედგინათ იმაზე, რაც წაართვეს. მაგრამ ამერიკამ მათ ლიტონი სიტყვების გარდა არაფერი გაუგზავნა. როცა დაჟინებით მოსთხოვეს, ამერიკის გემები ბოლოს და ბოლოს ჩავიდნენ იქ, მაგრამ არა საიმისოდ, რათა მათთვის ოსეთი და აფხაზეთი დაებრუნებინათ, არამედ იმისთვის, რომ ჩაეტანათ ის, რაც არავის ჭირდებოდა: რამდენიმე კარავი, ცოტაოდენი საკვები და სარეცხის ფხვნილი. კარგად ჩაუფიქრიდით ამას.“ ინტერნეტით გავრცელდა ამ არაბული მიმართვის ორი ვარიანტი - ერთი ინგლისური, ერთიც - გერმანული სუბტიტრებით. ბინ ლადენის წინა მიმართვის ადრესატი ამერიკელი ხალხი იყო და ის ასევე ინტერნეტით გავრცელდა სექტემბრის შუა რიცხვებში.
XS
SM
MD
LG