Accessibility links

logo-print

ირანი აცხადებს, რომ ორშაბათს გამოცდის ახალ რაკეტას


ირანი აცხადებს, რომ ორშაბათს გამოცდის რაკეტას, რომელსაც, სამხედრო ექსპერტების თქმით, უნარი შესწევს, მისწვდეს ისრაელს და სპარსეთის ყურის რეგიონში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს. ირანის სახელმწიფო რადიოს თქმით, ხმელეთი-ხმელეთი კლასის "შაჰაბის" ტიპის სამ რაკეტას გამოცდიან რევოლუციური გვარდიის სამხედრო წვრთნის ფარგლებში, რომელიც დღეს დაიწყო. დღეს ირანმა ამავე წვრთნის ფარგლებში მოახდინა ორი მოკლე რადიუსის რაკეტის გამოცდა. რაკეტების გამოცდა ხდება იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც წარმოიშვა მას მერე, რაც თეირანმა გამოაცხადა, რომ ურანის გასამდიდრებელ ახალ ობიექტს აშენებს.
XS
SM
MD
LG