Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ენერგეტიკის მინისტრზე თავდასხმა განხორციელდა


ავღანეთის ენერგეტიკის მინისტრზე, ისმაილ ხანზე თავდასხმა განხორციელდა. ისმაილ ხანი დასავლეთ ავღანეთში გადაურჩა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას, რომელსაც ოთხი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. პოლიციის ცნობით, 17 დაიჭრა. მანქანა ქალაქ ჰერათში აფეთქდა, როცა ხანის ბადრაგმა ჩაიარა. დაჭრილთა შორის არის ხანის სამი პირადი მცველი. მინისტრი არ დაშავებულა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG