Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნები მიმდინარეობს


ხმის მიცემის პროცესი გერმანიაში
ხმის მიცემის პროცესი გერმანიაში
გერმანიაში მიმდინარეობს არჩევნები ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში - ბუნდესტაგში. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა მესამედზე მეტი მხარს უჭერს ქრისტიან-დემოკრატებს, რომელთაც სათავეში უდგათ ამჟამინდელი კანცლერი ანგელა მერკელი. სოციალ-დემოკრატები, რომლებმაც კანცლერის თანამდებობაზე კანდიდატად საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წამოაყენეს, ელექტორატის 25 პროცენტზე ოდნავ მეტის მხარდაჭერით სარგებლობენ. ამჟამად ორივე პოლიტიკური ძალა წევრია ე.წ. „დიდი კოალიციისა“, რომელიც 2005 წლიდან მართავს ქვეყანას. მერკელი იმედოვნებს, რომ დღევანდელი არჩევნების შედეგად მისი პარტია მოახერხებს მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის ჩამოყალიბებას სხვა პარტნიორთან - თავისუფალ დემოკრატებთან ერთად.
XS
SM
MD
LG