Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში შაბათს მომხდარი აფეთქებების მსხვრეპლმა 27-ს მიაღწია


პაკისტანში შაბათს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. გუშინ ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ბანუში და ამავე რეგიონის უდიდეს ქალაქ ფეშავარში მომხდარი აფეთქებების შედეგად 150-მდე ადამიანი დაიჭრა. თავიდან, ხელისუფლების თქმით, დაიღუპა 16 ადამიანი. მაგრამ პოლიციამ განაცხადა, რომ მას მერე, რაც მეტი გვამი იქნა აღმოჩენილი, მსხვერპლი გაიზარდა და დღეს 27-ს მიაღწია. ორივე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG