Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში შინაგან საქმეთა უწყების მაღალჩინოსანი მოკლეს


დაღესტნის ყიზილ-იურტის რაიონში მოკლეს რუსეთის ფედერაციაში შემავალი ამ ავტონომიური რესპუბლიკის სისხლის სამართლის სამძებრო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ალიმ-სულთან ატუევი და მისი ახლო ნათესავი. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, „ინტერფაქსის“ სააგენტო იუწყება, რომ ატუევი და მისი ნათესავი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს სოფელ მიატლიში. მკვლელობის ერთ-ერთ ძირითად ვერსიად გამოძიება ატუევის პროფესიულ საქმიანობას განიხილავს.
XS
SM
MD
LG