Accessibility links

გეიტსის აზრით, შეცდომაა ავღანეთში სამხედრო ოპერაციების დასრულების ვადების დასახელება


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსს "შეცდომად" მიაჩნია ავღანეთში სამხედრო ოპერაციების დასრულების ვადების დასახელება. CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გეიტსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ავღანეთში დამარცხება შეერთებული შტატებისთვის ერთობ მტკივნეული იქნება, თალიბანი და ალ ყაიდა კი ამერკელების ნაადრევ წასვლას თავიანთ გამარჯვებად მიიჩნევენ. ამჟამად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ავღანეთში თავისი სტრატეგიის გადახედვას აწარმოებს.
XS
SM
MD
LG