Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპის მესას ბრნოში 120 ათასი კაცი დაესწრო


რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-მ მესა გადაიხადა აღმოსავლეთ ჩეხეთის ქალაქ ბრნოში. ღია ცის ქვეშ გამართულ ღვთისმსახურებას 120 ათასამდე ადამიანი დაესწრო. ქადაგებაში პაპმა აღნიშნა, რომ ტექნიკურსა და სოციალურ პროგრესს ყოველთვის არ მოჰყვება „მორალური კეთილდღეობა“. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანი არასოდეს უნდა ივიწყებდეს სულიერ საწყისს. რომის პაპი ჩეხეთს შაბათს ესტუმრა სამდღიანი ვიზიტით.
XS
SM
MD
LG