Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი შეიარაღების გამოცდას განაგრძობს


ირანმა კვირას გამოსცადა რაკეტა, რომელსაც, სამხედრო ექსპერტების თქმით, უნარი შესწევს, მისწვდეს ისრაელს და სპარსეთის ყურის რეგიონში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს. რაკეტების გამოცდა ხდება იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც წარმოიშვა მას მერე, რაც თეირანმა გამოაცხადა, რომ ურანის გასამდიდრებელ ახალ ობიექტს აშენებს. ოთხ დღეში ირანი მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში ჟენევაში, სადაც ირანელ მაღალჩინოსნებთან ერთად ექვსი ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შატტების წარმომადგენლებთან დასხდებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ტელეკომპანია CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ირანისთვის გამოცდა იქნება და მისი ჩაშლის შემთხვევაში ირანს ახალი სანქიები დაეკისრება.

XS
SM
MD
LG