Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ორი რაკეტა გამოცადა


ირანის რევოლუციურმა გვარდიამ დღეს გამოცადა ორსაფეხურიანი შორი მანძილის რაკეტა სახელწოდებით "სეჯილი". ახალი რაკეტის გამოცდის შესახებ იტყობინებიან ირანის საინფორმაციო სააგენტო ფარსი და ინგლისურენოვანი ტელეარხი. მაგრამ მათ ცნობაში არ არის ნათქვამი, რამდენად წარმატებული იყო გამოცდა. გვარდიამ გამოსცადა აგრეთვე "შაჰაბ-3" ტიპის შორი მანძილის რაკეტა, რომელსაც, როგორც ექსპერტები ამბობენ, 2000 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვს.
XS
SM
MD
LG