Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერები მიესალმებიან ანგელა მერკელის გამარჯვებას


მსოფლიოს ლიდერები მიესალმებიან გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. მისმა ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ კვირას 34 პროცენტამდე მოაგროვა კენჭისყრაში, მისმა მთავარმა მეტოქემ, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კი მხოლოდ 23. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იმედი გამოთქვა, რომ გააგრძელებს მერკელთან მჭიდრო თანამშრომლობას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თქვა, რომ მისი გამარჯვება საზოგადოების მხრიდან ნდობის შედეგია, რომელიც მან უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მოიპოვა. იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მერკელს ტელეფონით ესაუბრა, და ხაზი გაუსვა ძლიერი ევროპის მათეულ "ერთობლივ ხედვას." მერკელის ბლოკი მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსს შექმნის ბიზნესზე ორიენტირებულ თავისუფალ დემოკრატებთან, რომლებმაც არჩევნებში ხმების 15 პროცენტი მოაგროვეს.
XS
SM
MD
LG