Accessibility links

logo-print

Wall Street Journal-ი ტალიავინის კომისიის სავარაუდო დასკვნის გარშემო მსჯელობს


აგვისტოს ომზე ტალიავინის მისიის 900-გვერდიანი საგამოძიებო დასკვნა 30 სექტემბერს გამოქვეყნდება და მასში პასუხისმგებლობა დაეკისრება ორივე მხარეს, როგორც მოსკოვს, ასევე თბილისს, - იტყობინება Wall Street Journal-ი, 28 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატია საგამოძიებო მისიის წყაროსგან მიღებულ ინფორმაციებს ეყრდნობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპამ ყურადღება უფრო იმას უნდა მიაქციოს, თუ რომელმა ქვეყანამ რომლის წინააღმდეგ განახორციელა აგრესია და ოკუპაცია. ევროკავშირის ეგიდით აგვისტოს ომზე ჩატარებული გამოძიების შედეგები გაეროს, ეუთოს, ევროკავშირს, ასევე რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს გადაეცემა. თავდაპირველად დასკვნის გამოქვეყნება ივლისის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა ვადა ორი თვით გახანგრძლივდა.
XS
SM
MD
LG