Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში საქართველო-რუსეთის ომის შედეგების განსახილველად ემზადებიან


28 სექტემბერს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიამ, რომლის ფარგლებშიც 29 სექტემბერს დებატები უნდა გაიმართოს რუსეთ-საქართველოს ომის გარშემო მომავალი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით. საქართველოს მხარე იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე იქნება საკმაოდ პრინციპული დებატები რუსეთის მიმართ იმ მოთხოვნებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც მას ასამბლეამ წინა რეზოლუციებით დააკისრა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ეს ძირითადი მოთხოვნებია: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნათა შესრულება, ჰუმანიტარულ საკითხების მოგვარება და, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მეთვალყურეების დაშვება. პირველ ოქტომბერს კი, წინასწარი ინფორმაციით, ასამბლეა იმსჯელებს 72 დეპუტატის ინციატივაზე, რომელიც რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG