Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გაუხმაურებულ მკვლელობებს იძიებენ


რუსეთში კვირას ორი ხმაურიანი მკვლელობა მოხდა. დაღესტნის სისიხლის სამართლის სამძებროს უფროსი ალიმსულტან ატუევი კვირას მოკლეს დასახლებულ პუნქტ სტარიე მიატლიში, რომელიც დაღესტნის ყიზილიურტის რაიონში მდებარეობს. მისი მანქანა ავტომატიდან დაცხრილეს. იმავე დღეს, მოგვიანებით, უცნობმა პირებმა ავტომატის გასროლით მოსკოვში მოკლეს დაღესტნის ხასავიურტის რაიონის ხელმძღვანელი ალიმსულტან ალხამატოვი. რუსეთის სამართალდამცველები ამ მკვლელობებზე განმარტებებს არ იძლევიან.
XS
SM
MD
LG