Accessibility links

logo-print

რუსეთს ადამიანის უფლებების დარღევევბისათვის აკრიტიკებენ


რუსეთი უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩეჩნეთში მოსახლეთა საჩივრების თაობაზე, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს, აცხადებენ უფლებათდამცველები. როგორც გუშინ გამოქვეყნებულ "ჰიუმან რაითს უოჩის" მოხსენებაშია ხაზგასმული, რუსეთის ხელისუფლებამ არ შეასრულა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ მცირე 30 საქმეზე. პასუხისგებაში არ არის მიცემული არც ერთი მოხელე, მაშინაც კი, როცა მათი ვინაობა მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მოსალოდნელია რომ საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე კენჭისყრაზე დადგება საკითხი, გაიმართოს დებატები ადამაინის უფლებების მდგომარეობაზე ჩრდილოეთ კავკასიაში.
XS
SM
MD
LG