Accessibility links

logo-print

პოლონელი რეჟისორები რომან პოლანსკის განთავისუფლებას ითხოვენ


პოლონეთის კულტურის მოღვაწეთა ჯგუფმა მხარდაჭერა გამოუცხადა ცნობილ კინორეჟისორ რომან პოლანსკის, რომელიც კვირას შვეიცარიაში დააკავეს. პოლონეთის ხელისუფლებისადმი შესაბამისი მიმართვას ხელს აწერენ ანჯეი ვაიდა, იაცეკ ბრომსკი და იანუშ მორგენსტერნი. პოლანსკი შეერთებული შტატების თხოვნით შვეიცარიის პოლიციამ დააკავა. მას ედავებიან სქესობრივი ურთიერთობის გამო 13 წლის გოგონასთან, რასაც 1978 წელს ჰქონდა ადგლი. სასჯელს რომ გაქცეოდა, პოლანსკი საფრანგეთში გადავიდა და მას შემდეგ შეერთებულ შტატებში აღარ გამოჩენილა. თავად დაზარალებულმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ სურს დაუბრუნდეს ამ საქმეს და მოითხოვდა, რომ პოლანკის აღნიშნული ბრალდება მოხსნოდა.
XS
SM
MD
LG