Accessibility links

logo-print

ობამა მხარს დაუჭერს ჩიკაგოს ოლიმპიურ კანდიდატურას


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ კვირაში კოპენჰაგენში გაემგზავრება, რათა მხარი დაუჭიროს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ ჩიკაგოს კანდიდატურას. კოპენჰაგენში იმართება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ-ის) სესია, რომელზეც პარასკევს უნდა გადაწყდეს, სად ჩატარდება 2016 წლის ოლიმპიადა. ჩიკაგოს კონკურენტები არიან მადრიდი, რიო დე ჟანეირო და ტოკიო. ამ კანდიდატურების მხარდასაჭერად დანიის დედაქალაქში ჩასვლას აპირებენ ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა და იაპონიის პრემიერ-მინისტრი იუკიო ჰოტოიამა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი სეოკ-ის სხდომას დაესწრება. ჩიკაგო ობამას მშობლიური ქალაქია.
XS
SM
MD
LG