Accessibility links

logo-print

კლინტონი სომხეთსა და თურქეთს შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სომხეთსა და თურქეთს მოუწოდა, განახორციელონ გეგმა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას ითვალისწინებს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კლინტონის გამოსვლას წინ უძღოდა ცნობები, რომ სომხეთსა და თურქეთს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, გააფორმებენ თუ არა ოქტომბრის შუა რიცხვებში შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა და საზღვრის გახსნის შესახებ. ეს დოკუმენტი ბოლოს მოუღებდა ორ ქვეყანას შორის თითქმის საუკუნოვან დაპირისპირებას, რომელსაც სათავე დაუდო პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, ოსმალეთში, სომხების მასობრივმა ხოცვა-ჟლეტამ. ორშაბათს ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში, კლინტონი ცალ-ცალკე შეხვდა სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ედვარდ ნალბანდიანსა და აჰმედ დავუთოღლუს.
XS
SM
MD
LG