Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 18 ადამიანი ემსხვერპლა ძალადობის აქტებს


ორშაბათს ერაყის სხვადასხვა რაიონში მოწყობილ ძალადობის აქტებს, დაზუსტებული მონაცემებით, 18 ადამიანი ემსხვერპლა. ათობით პირი დაიჭრა. ქვეყნის დასავლეთში, ქალაქ რამადის სიახლოვეს მდებარე საავტომობილო გზაზე, თვითმკვლელმა ავტოცისტერნა ააფეთქა, რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაიჭრა 10 პოლიციელი. ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმების სერიის შედეგად ბაღდადის დასავლეთით სამი ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ 28 კაცი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG