Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მიერ რაკეტების გამოცდის გამო დასავლეთი და რუსეთი შეშფოთებას გამოხატავენ


დასავლეთის სახელმწიფოები და რუსეთი გამოხატავენ შეშფოთებას ირანის მიერ რაკეტების გაშვების გამო. თეთრი სახლი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის ამ ნაბიჯს პროვოკაციულს უწოდებენ, მითუმეტეს, რომ ეს მოხდა რამდენიმე დღით ადრე ჟენევაში დანიშნული შეხვედრიდან, როცა 6 სახელმწიფოსა და ირანის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და ირანის ბირთვულ პროგრამაზე იმსჯელებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რაკეტების გაშვებას შემაშფოთებელი უწოდა იმ ფონზე, როცა ვითარება ირანის ბირთვულ პროგრამებთან მიმართებით მოუგვარებელია. ორშაბათს, კვირას მოწყობილი ახლო მანძილის რაკეტებისა და რაკეტის გამშვებების გამოცდის შემდეგ, ირანმა ორი შორი მანძილის რაკეტის გამოცდა მოაწყო. თეირანის შეფასებით, ამ რაკეტებს ისრაელამდე მიღწევა შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG