Accessibility links

ჰანს იორგ ჰაბერი მოსკოვში საქართველოს სეპარატისტული რეგიონების საკითხს განიხილავდა


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების გარშემო ისაუბრეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კარასინმა და ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საზღვრებთან ინციდენტების პრევენციის ერთობლივი მექანიზმების მუშაობის თაობაზე და ასევე - რუსი სამხედროების ევროკავშირის მეთვალყურეებთან თანამშრომლობის საკითხებზე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მხარე მეტი თანამშრომლობის პირობას დებს, თუმცა ევროკავშირის მეთვალყურეების სეპარატისტულ რეგიონებში დაშვებას კვლავაც აქტიურად ეწინააღმდეგება. მოსკოვში ვიზიტისას ჰანს იორგ ჰაბერმა ინტერვიუ მისცა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის”, სადაც მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი არ განიხილავს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში დამოუკიდებელი მისიების ამოქმედებას და რომ ამის იმედი რუსეთის მხარესა და სეპარატისტულ რეჟიმებს არ უნდა ჰქონდეთ. ჰაბერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
XS
SM
MD
LG