Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყანდაარში მომხდარ აფეთქებას 30 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა


30 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მომხდარ აფეთქებას. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნაღმზე აფეთქდა სამგზავრო ავტობუსი. დაღუპულთა შორის არიან ათი ბავშვი და 7 ქალი. დაიჭრა 40-მდე ადამიანი. ჯერჯერობით არავის უკისრია მომხდარისთვის პასუხისმგებლობა. ხელისუფლება აფეთქების მოწყობაში თალიბებს ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG