Accessibility links

logo-print

პუტინის თქმით, მომავალ წლებში ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი შემცირდება


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ მომავალ წლებში ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი შემცირდება. მოსკოვში, საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა თქვა, რომ "ეკონომიკის სტაბილიზაცია გრძელდება, ხდება კრიზისის გადალახვა, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, სისტემატურად და მზანმიმართულად შევამციროთ ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევა." მანამდე ფორუმზე პუტინმა თქვა, რომ რუსეთის ეკონომიკა 8 პროცენტთ ან უფრო ნაკლებით შემცირდება წლის ბოლომდე. მისი თქმით, ეს კარგი ნიშანია, ვინაიდან თავდაპირველი პროგნოზით, ეკონომიკის კლება რვანახევარი პროცენტი უნდა ყოფილიყო.
XS
SM
MD
LG