Accessibility links

როგოზინის თქმით, რუსეთს გარანტიები სჭირდება აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით


რუსეთის ელჩა ნატოში, დმიტრი როგოზინმა ნატოსან მოითხოვა გარანტიები, რომ შეერთებული შტატების განახლებული ანტისარაკეტო თადაცვის სისტემა არ დაემუქრება მოსკოვს. როგოზინის თქმით, ამერიკის მიერ ანტისარაკეტო სისტემის გემებზე სავარაუდო განთავსებამ შეისაძლოა რუსეთის შეშფოთება გამოიწვიოს. მან თქვა, რომ რუსეთს სჭირდება იმის პირობა, რომ შეერთებული შტატების დაგეგმილი სისტემა მხოლოდ მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტების საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ თვის დამდეგს განაცხადა, რომ ამერიკა უარს ამბობს პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე. ობამას თქმით, ამის სანაცვლოდ ზღვაზე განთავსდება სენსორებისა და რაკეტების სისტემა.
XS
SM
MD
LG